ელენე სიჭინავა

კომიტეტის თავმჯდომარე

ელენე სიჭინავა არის ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) თავმჯდომარე 2019 წლიდან, სხვადასხვა პროექტის ავტორი და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. როგორც ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი, მონაწილეობდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს განვითარების ფონდი (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) და სხვ.). სხვადასხვა პროექტში (2012-2019 წწ.).

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მოწვეულ სპეციალისტსა და მთავარ სპეციალისტს, მომზადებული აქვს საკანონმდებლო ექსპერტიზა 900-ზე მეტ კანონპროექტთან დაკავშირებით და მუშაობდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების საკითხებზე (2012-2019წწ.), სამართლებრივ დახმარებას უწევდა მართლმსაჯულების მე-4 ტალღის რეფორმის განხორციელებას (USAID_PROLOG პროექტის ფარგლებში), ახორციელებდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (2007-2009 და 2012 წწ.).

არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი ადამიანის უფლებათა სამართლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე, არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და  დოქტორანტი და გერმანიის ვიადრინას უნივერსიტეტის სტიპენდიატი, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი საერთო კვალიფიკაციითა და ლიზენციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

 

 

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი